დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016318 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში (www.Matcne.gov.ge, 30/07/2014, სარეგ. კოდი: 010250040.35.104.016160):
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“; |
ბ)
დანართის 1202 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ რეგლამენტის 1201 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების (ამ რეგლამენტით დადგენილი ოდენობის) სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.“; |
გ)
1203 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1203. პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი/ამომრჩევლები ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, საკრებულოში წარადგენს განცხადებას ამომრჩეველთა სიის ბლანკების გადაცემის თაობაზე, რომელსაც დაუყოვნებლივ გასცემს საკრებულოს აპარატი. 2. ამომრჩეველთა თითოეული ბლანკი: ა) უნდა შეიცავდეს ამ რეგლამენტის 1202 მუხლის 11 პუნქტით დადგენილ მონაცემებს; ბ) დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფროსის მიერ და თითოეულ მათგანზე შესრულებული უნდა იყოს არაუმეტეს 50 ხელმოწერა; გ) უნდა შეიცავდეს ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებელი/მომხსენებლები) სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ხელმოწერას, ამასთან, შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას. 3. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების შემომტანი პირი ავსებს პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე განცხადების საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც თან ურთავს: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების სიას, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებსა და წინადადებებს. 4.პეტიციის განხილვის თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საკრებულოს აპარატის უფროსი 2 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას. 5. ამომრჩეველთა სიის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომერი); დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის; ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; თ) არასწორად ან არასრულად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. 6.ამომრჩეველთა სია შეიძლება წარმოდგენილი იყოს საკრებულოს მიერ დადგენილი ბლანკის გარეშე ჩვეულებრივ ფორმატზე, ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 7. თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ოდენობა აღმოჩნდა დადგენილზე ნაკლები ან პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ვერ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხი არ განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებებს, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციაზე და უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 8. თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი გასცემს „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები