დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.137.016289 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2016, 010250040.35.137.016246), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების, სხვა საკადრო დოკუმენტების შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) აფორმებს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან განთავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამდივნო აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას. სამდივნო ექვემდებარება საკრებულოს აპარატს.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საკონკურსო კომისიის წარდგინებით ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განსაზღვრავს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უქმნის შესაბამის განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;“. 11) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისია.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი 1. აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებასა და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები