დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.137.016288 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 010250040.35.137.016107), კერძოდ:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 2) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – საჯარო მოხელეთა) გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება;“. 3) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ სამშაბათს (თუ სამშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას.“. 4) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები