წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016320
25
31/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
010260020.35.104.016320
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2017 წლის 31 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016167)  და ამ  დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – გამგეობის საქმისწარმოებას, თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი, მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურის უფროსისა (შემდგომში   სამსახურის უფროსი)  და მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“;

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ.კოდი 190040000.35.104.016168)  და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.”.

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურის უფროსისა (შემდგომში სამსახურის უფროსი)  და მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

ბ) საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

გ) შესყიდვების  განყოფილება;

დ) სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების ანალიზის განყოფილება.“;

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.” .

3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №23 დადგენილებაში (www, matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016170) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.”;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება);

 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტირების განყოფილება;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება.“.

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ.კოდი, 010260020.35.104.016171) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას.“;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება.“.

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.” .

5. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სარეგ.კოდი: 010260020.35.104.016186) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.’’;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება).

2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

გ) განათლების განყოფილება. .

6. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა  და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016185) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა)  1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.გამგეობის შრომის,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა  და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.“.

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის  განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება);

2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება;

ბ) სოციალური  განყოფილება.“.

7. „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge  05/08/2014, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016169)  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურულ ერთეული, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ) მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ განყოფილება). განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

8. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016174) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროში შექმნილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.“ ;

ბ) მე-5 მუხლს  დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.   სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

9. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2015, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016222) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურულ ერთეული, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.”;

ბ) დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები:

1.სამსახურის საჯარო მოსამსახურეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი;

გ) შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

დ) საჯარო სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მესამე რანგის უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია