ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
31/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
010250050.35.133.016219
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2017 - 18/01/2018)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2017 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა  რანგირება და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილება (www.matsne.ge, 05/11/2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 0100320020.35.133.016069).
3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე



დანართი

                                                                                                                                                              
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა  რანგირება და თანამდებობრივი სარგოები

 
 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

 

2

საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე

1700

 

3

საკრეულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

 

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

 

5

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი აპარატის უფროსი I რანგი

1000

 

6

საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი განყოფილების უფროსი   II რანგი

810

 

7

საჯარო დაწესებულების  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი III რანგი

560