დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016317 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.104.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 11987,5 ათ. ლარით; ა.ბ) საბრუნავი სახსრების ნაშთი – 361.4 ათასი ლარით; ა.გ) გადასახდელები – 12348,9 ათ. ლარით; ა.დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 8560,5 ათ. ლარით; ა.დ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 3531,7 ათ. ლარით; ა.დ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი – 178.0 ათ. ლარით; ა.დ.გ.)ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დაფინანსება – 439.1 ათასი ლარით; ა.დ.დ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 4411,7 ათ. ლარით; ა.ე) სარეზერვო ფონდი – 30.3 ათ. ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებულის დანართის:
|
ბ.ა)
პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
.“; |
ბ.ბ)
მე-7 –
მე-8 –
მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 166,3 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 004,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 094,6 ათათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
.“; |
ბ.გ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 17. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები