„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.132.016334
30
31/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
330090020.35.132.016334
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №30

2017 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამო­ყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.2 პუნქტი:

5.2. შენობის სიმაღლის მაქსიმალური ნიშნული განისაზღვროს სიმაღლის რეგულაციის ხაზისა და საპროექტო შენობის ძირითადი ფასადის წარმოსახვითი ვერტიკალური ხაზის გადაკვეთის წერტილიდან არაუმეტეს 7 მეტრით.“.

      2. დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

5. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 500 კვ.მ-ს.

6. დაუშვებელია საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშე­ნიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა, გარდა „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმარ­თველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილების 21 პუნქტისა.“.

    3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

მუხლი 151. დამატებითი საპროექტო პირობები

1. განისაზღვროს ავტომანქანების პარკირებისათვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 120 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 150 კვ.მ-ზე განაშე­ნიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტო­მანქანა.

2. საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის შემთხვევაში ერკერებისა და შენობის სხვა ამოშენებული ნაწილების ჯამური ფრონტალური ფართობი არ უნდა აღემა­ტებოდეს საზოგადოებრივ სივრცეზე გამავალი ფასადის საანგარიშო ზედაპირის 40%-ს.

3. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მიწისპირა ან ყველა სართულებზე ყველა სადარბაზოში გათვალისწინებული უნდა იყოს 20 კვ.მ. დამატებითი ფართობი საფოსტო ყუთებისა და სხვადასხვა დანიშნულების მრიცხველების განსათავსებლად, საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების დროებითი პარკირებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ განცხადებების განხილვებზე, რომ­ლებზეც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე დაწყებულია ადმინისტრა­ცი­ული წარმოება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე