დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016233 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/07/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016224) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-15 პუნქტები: „11. გამგებლის წარმომადგენელი სამსახურში მიიღება გამგებლის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს არანაკლებ ახლად არჩეული გამგებლის მიერ გამგებლის ახალი წარმომადგენლის შერჩევამდე (სამსახურში მიღებამდე). 12. იმ შემთხვევაში, თუ ახლად არჩეული გამგებელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად შეარჩევს იმავე პირს, გამგებლის წარმომადგენელს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა ახლად არჩეული გამგებლის უფლებამოსილების ვადით, შრომით ხელშეკრულებაში უფლებამოსილების ვადის ცვლილებით. 13. ახლად არჩეული გამგებლის მხრიდან გამგებლის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში ცხადდება გამარტივებული კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დადგენილი წესით. 14. გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული გამგებლის წარმომადგენლის სამსახურში მიღების მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ გამგებლის წარმომადგენელს. 15. გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის რიგგარეშე ან/და მორიგი არჩევნების შედეგად ახლად არჩეული გამგებლის მიერ გამგებლის ახალი წარმომადგენლის შერჩევამდე (სამსახურში მიღებამდე) და ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის 12-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები