დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება თავისუფალი კავშირგაბმულობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 29/10/1998 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/09/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000222 |
შეთანხმება თავისუფალი კავშირგაბმულობის შესახებ
საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ევროკომისიის
დელეგაციას შორის
საქართველოს მთავრობა (შემდგომ წოდებული „მთავრობა“) და ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში (შემდგომ წოდებული „დელეგაცია“).
აცნობიერებენ რა საქართველოში ევროკომისიის ჰუმანიტარული სამსახურის არსებობის საჭიროებას (შემდგომ წოდებული „ექო“), რომელმაც უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირებისათვის.
მიიჩნევენ რა, აუცილებლობას ოფიციალური ხელშეკრულების დადებისა ასეთ ოფისსა და მისი თანამშრომლების ეფექტური საქმიანობისათვის შეუფერხებელი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის მიზნით.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, „ექო“ ისარგებლებს თავისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის არანაკლები უფლებებით, ვიდრე სხვა დიპლომატიურ მისიას აქვს მთავრობის მიერ მინიჭებული, რათა აწარმოოს საქმიანობები საქართველოში.
2. „ექო“ და მისი სამსახურები გათავისუფლებულნი იქნენ ბეგარის, გადასახადის, მოსაკრებლის და საბაჟო გადასახადისაგან ჰუმანიტარული ოპერაციის წარმოების დროს. ზემოთ აღნიშნული შეღავათები ვრცელდება რადიოსა და რადიო გადამცემებზე, რომელიც იხმარება „ექოს“ მანდატის განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევა საქართველოს მხრიდან მომზადებული აუცილებელი ფორმალობის დასრულებისთანავე და ძალაში იქნება ორი წლის განმავლობაში.
მომზადებულია თბილისში, 1997 წლის „19 მარტს“, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, პრივილეგია ინგლისურ ტექსტს ენიჭება.
|
საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი |
დელეგაციის სახელით საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი დენის ქორბოი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები