დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N 08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016177 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე / შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი 1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა: ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად. 2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ორგანული კანონის „შრომის კოდექსი“ შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები