დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების სოციალური დაცვის პროგრამა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016175 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების სოციალური დაცვის პროგრამა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მომსახურების სოციალური დაცვის პროგრამა და დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/12/2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016155) შევიდეს ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე ქვეპროგრამით. დაფინანსების საერთო რაოდენობა ერთ ბენეფიციარზე წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2000 (ორი ათას) ლარს, გარდა მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები