,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016309
18
28/07/2017
ვებგვერდი, 03/08/2017
190040000.35.169.016309
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2017 წლის 28 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის,  პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების  2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.01.2017 წლის №3 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 06.02.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016294) დამტკიცებულ დანართ 1-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა“) და  დანართ 2-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1.  დადგენილებით დამტკიცებული  დანართი  1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მარტოხელა  მშობლის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი შესაბამისი კოდებით (100; 300; 800)“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი (ბავშვები) და ერთი ან ერთზე მეტი არის  არასრულწლოვანი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლები;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;

ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ზ) სოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

თ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა განმცხადებლისა და  თანდართული   სააბონენტო ნომრის მფლობელის   კავშირის შესახებ.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება:

ა)      განცხადება;

ბ) განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის    ასლი;

გ)     ვეტერანის მოწმობის ან მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)    ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);

ვ)     განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.

6.   დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-10 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მშობლების ან მარტოხელა მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;“

7.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7.  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი  შვილი – 13 (ცამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

8.    მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი  შვილი – 17 (ჩვიდმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-11 მუხლის მე-15 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.“

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-11 მუხლის მე-18 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18.   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი   თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 მაისიდან  წარმოშობილ სამართლებლივ ურთიერთობებზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი

დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

I

1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

220 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

II

2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

300 ლარი

3 000

III

3.  სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 16 სოფელში.

40 000

ხელშეკრულების საფუძველზე

IV

4.   სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

310 000

ა)  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი

13 ლარი ყოველთვიურად

15 000

პროგრამის შესაბამისად

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი

13 ლარი ყოველთვიურად

2 500

პროგრამის შესაბამისად

გ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

13 ლარი ყოველთვიურად

4 000

პროგრამის შესაბამისად

დ)   ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

17 ლარი ყოველთვიურად

5 000

პროგრამის შესაბამისად

ე)  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი შვილი

13 ლარი ყოველთვიურად

5 000

პროგრამის შესაბამისად

ვ)  მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთზე მეტი შვილი

17 ლარი ყოველთვიურად

3 000

პროგრამის შესაბამისად

ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი)

13 ლარი ყოველთვიურად

2 500

პროგრამის შესაბამისად

თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი)

17 ლარი ყოველთვიურად

15 000

პროგრამის შესაბამისად

ი)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

13 ლარი ყოველთვიურად

1 000

პროგრამის შესაბამისად

კ)   მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი

13 ლარი ყოველთვიურად

1 000

პროგრამის შესაბამისად

ლ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

11 000

პროგრამის შესაბამისად

მ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი

250 ლარი ერთჯერადად

2 000

პროგრამის შესაბამისად

ნ)    უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

300 ლარი ერთჯერადად

1 200

პროგრამის შესაბამისად

ო) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

60 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის გარეშე)

18 000

პროგრამის შესაბამისად

პ)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული  მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

600

პროგრამის შესაბამისად

ჟ)   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

(2016 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

300  ლარი     ერთჯერადად

65 600

პროგრამის შესაბამისად

რ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე

100 ლარი

ყოველთვიურად

5 600

პროგრამის შესაბამისად

ს)   მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

11 000

პროგრამის შესაბამისად

ტ)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2016 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

61 000

პროგრამის შესაბამისად

უ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80 000

პროგრამის შესაბამისად

სულ:

573 000