დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.169.016308 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018522) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/06/2017წ, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.169.016305) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართი 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის).“. 3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. (დანართი 1 თან ერთვის). 4. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი, 2-ის შესაბამისად. (დანართი 2 თან ერთვის).“. 5. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. (დანართი 2 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები