დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 777 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/1995 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/06/1995 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ა დ გ ე ნ ს:
1. „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი და ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების სააგენტოს ჩამოყალიბება.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი
1995 წლის 30 ივნისი
№ 777 ა-11ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები