დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016219 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო – ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016152. 25/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე: ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოფლის მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის სახითხებში.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დემატოს „მ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „მ1) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) საჯარო მოხელეთა პირადი მონაცემებისა და მათ შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვა;“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:“. 8. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 71 და 72 მუხლები შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები სოფლის-მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში სოფლის-მეურნეობისა და მთის განვითარების საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის-მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების მიზნით პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრალური რეფორმების განხორციელება, სამინისტროების (საქართველო, აჭარა) და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამ დარგში შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) მთის განვითარების მიზნით ადგილობრივი მიზნობრივი პროექტების შემუშავების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება; დ) ხე-ტყის სოციალურ ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე მუშაობა და საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“. „მუხლი 72. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციები გენდერული თანასწორობის საკითხებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ბ) ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, ოჯახური ძალადობის ფაქტების მონიტორინგი და მათი აღმოფხვრის გზებზე წინადადებების შემუშავება; გ) ოჯახური ძალადობის პრევენციის, საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა აქტიური მონაწილეობის თემებზე, ცნობიერების ასამაღლებლად მოსახლეობასთან შეხვედრების მოწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება; ე) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და გამგებლისთვის წარდგენა; ვ) გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ახალი მუნიციპალური სერვისის – ღია სივრცე საზოგადოებისათვის „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელობა, კოორდინაცია; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე შემოსული დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება; თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები