ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016218
10
28/07/2017
ვებგვერდი, 01/08/2017
010250050.35.134.016218
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 28 ივლისი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობირვი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქედის მუნიციპალიტეტი დაიყოს 10 (ათი) ადმინისტრაციულ ერთეულად.
მუხლი 2
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: დაბა ქედა, სოფელი ქედა, სოფელი გულები, სოფელი ხუნკუდა, სოფელი ორცვა, სოფელი არსენაული, სოფელი შევაბური, სოფელი ძენწმანი, სოფელი კორომხეთი, სოფელი ცხემნა, სოფელი აქუცა, სოფელი ზენდიდი.

2) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი დანდალო, სოფელი ტაკიძეები, სოფელი მოსიაშვილები, სოფელი გოგიაშვილები, სოფელი ბალაძეები, სოფელი ხარაულა, სოფელი ჯალაბაშვილები.

3) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ზვარე, სოფელი ზესოფელი, სოფელი კვაშტა, სოფელი სირაბიძეები, სოფელი ვაიო.

4) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ზედა მახუნცეთი, სოფელი ქვედა მახუნცეთი, სოფელი ზუნდაგა, სოფელი ზედა ბზუბზუ, სოფელი ქვედა ბზუბზუ, სოფელი უჩხითი, სოფელი ნამლისევი, სოფელი ქოსოფელი, სოფელი მილისი.

5) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული. დასახელებები: სოფელი დოლოგანი, სოფელი ჭალახმელა, სოფელი ჭინკაძეები.

6) მერისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი მერისი, სოფელი სიხალიძეები, სოფელი ინაშარიძეები, სოფელი გარეტყე, სოფელი გუნდაური, სოფელი ნამონასტრევი, სოფელი სილიბაური.

7) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ოქტომბერი, სოფელი კუჭულა, სოფელი მეძიბნა, სოფელი აგოთა, სოფელი გოგინიძეები.

8) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი პირველი მაისი, სოფელი ზედა აგარა, სოფელი ქვედა აგარა, სოფელი კოლოტაური.

9) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ცხმორისი, სოფელი ახო, სოფელი ჩეტკიძეები, სოფელი გობრონეთი, სოფელი კოკოტაური, სოფელი გეგელიძეები.

10) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი წონიარისი, სოფელი ვარჯანისი, სოფელი ტიბეთა, სოფელი კანტაური, სოფელი აბუქეთა, სოფელი სასადილოყელი, სოფელი საბადური.

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის №30  დადგენილება (ვებგვერდი, 23/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016149).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე