„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016461
01-49/ნ
01/08/2017
ვებგვერდი, 02/08/2017
040030000.22.035.016461
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-49/ნ

2017 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის  №01-25/ნ  ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 10/05/2017; 040030000.22.035.016441) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამედიცინო დაწესებულებების საგანგებო სიტუაციებზე მდგრადობისა და უსაფრთხოების შეფასება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლების დაგეგმვა-ორგანიზება, სხვადასხვა სახის კატასტროფის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დაგეგმვა და გაცემის კოორდინაცია, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედებათა კოორდინაცია;“ .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო