დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.029.016415 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანების (ვებგვერდი, 01.04.2013 წ., 010240030.22.029.016050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება; დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა; ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა, მიგრანტთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) და სხვა მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცება, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და მათი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია; ვ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე, დევნილის მოწმობის გაცემა; ზ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით; თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ი) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ლ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა; ო) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; პ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; ჟ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება; ს) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ტ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 2. დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) მოქალაქეთა მისაღები – სამმართველო.“ . 3. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროში სახელმწიფო უწყებებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების მიღება და რეგისტრაცია;“. 4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „9. მოქალაქეთა მისაღები – სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დევნილთა, რეპატრიანტთა, მიგრანტთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) და სხვა მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება, ასევე მათი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია; ბ) განცხადებების მიღება და რეგისტრაცია კომპეტენციის გათვალისწინებით: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება; გ) ბენეფიციართა პერსონალურ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; დ) ბენეფიციართა კონსულტაცია სოციალურ და განსახლების საკითხებთან დაკავშირებით; ე) დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილთა მოთხოვნის შემთხვევაში მათზე შესაბამისი ცნობების გაცემა; ვ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე, პირის ფოტოგრაფირების განხორციელება და დევნილის მოწმობის გაცემა; ზ) დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქონებრივი დეკლარაციის შევსება; თ) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დევნილი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ი) დევნილთა კონსულტაცია დევნილის სტატუსის მიღებასთან და დევნილის შემწეობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე; კ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და დროებითი განსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ლ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები