„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016825
67
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
100110000.22.038.016825
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №67

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №42 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/05/2017, 100110000.22.038.016800) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.გ) „მ“ „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) „მოთხოვნის ბარათი გამოძახებაზე“ საფუძველზე უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებიდან და საერთო საცხოვრებლიდან გამოყვანას გამომძიებელთან, ადვოკატთან და ა.შ.;

ნ) სისტემატურად ადევნებს თვალყურს სამარტოო საკანში და დისციპლინური პატიმრობის მოხდის საკანში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 24 საათისა მოახსენებს დაწესებულების დირექტორს;

ო) ახორციელებს შიდა კლასიფიკაციის საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილებას;

პ) ინახავს ყველა სათადარიგო გასაღებს (სამორიგეო ცვლაზე გაცემულ ყველა გასაღების ასლებს).“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) 25-ე მუხლის:

ჟ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მიერ მორიგეობის მიღება-ჩაბარებისა და სადღეღამისო ზედამხედველობის ჟურნალს (დანართი 4);“;

ჟ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;";

გ) „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამორიგეო ცვლის შემადგენლობაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, აბაზანაში გაყვანამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარონ არასრული შემოწმება, ხოლო იმ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში სრული შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებული/მსჯავრდებული აბაზანაში ყოფნის პერიოდში უნდა იმყოფებოდეს სამორიგეო ცვლის შემადგენლობაში მყოფი იმავე სქესის მოსამსახურის ხედვის არეში, რომელ სქესსაც განეკუთვნება აბაზანაში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული. სამორიგეო ცვლის შემადგენლობაში მყოფ მოსამსახურეს ევალება განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, იმ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა/კონტროლი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმდინარეობს უსაფრთხოების ღონისძიებები.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი, გარდა „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 86-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტებისა და „ჰ24“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის დანართი №24-ისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 86-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტები და „ჰ24“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის დანართი №24 ამოქმედდეს 2017 წლის 10 აგვისტოდან.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზვიად მიხანაშვილი