„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016417
1605
28/07/2017
ვებგვერდი, 01/08/2017
010170000.22.029.016417
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1605

2017 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) (შემდგომში ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) :

ა) მე-2 მუხლის 22-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ:

ა) დეპარტამენტის ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ივსება დევნილის ანკეტა;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღების   სამმართველოს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ხორციელდება პირის ფოტოგრაფირება და  დევნილის მოწმობის გაცემა  ამ ბრძანებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 პუნქტი:

„221 თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა და სხვ.) ვერ შეძლო სამინისტროში ან ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება დევნილის მოწმობის ასაღებად, ასეთ შემთხვევაში, დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო, დევნილის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით ახორციელებს პირის ფოტოგრაფირებას.“;

გ) მე-2 მუხლის 25-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ელექტრონულად ხელს აწერს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ანკეტის შევსებაზე უფლებამოსილი პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, ელექტრონულად პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ამ პუნქტით და ამავე მუხლის 31-ე პუნქტით გათალისწინებულ ელექტრონულ ხელმოწერის პროცედურას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღები   სამმართველო.“

დ) მე-2 მუხლის 31-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. დევნილის მოწმობის მიღების უფლება აქვს უშუალოდ დევნილის სტატუსის მქონე პირს, ხოლო არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, – მის კანონიერ წარმომადგენელს. დაუშვებელია სხვა პირზე დევნილის მოწმობის გაცემა.  არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (დევნილის) შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონულად ხელს აწერს დევნილის მოწმობას.“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის შესახებ დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილის მოწმობის შევსებას და შეცვლას უზრუნველყოფს დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო, ხოლო გაცემას ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღები   სამმართველო ან ტერიტორიული ორგანო.“;

ბ)  მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ან ტერიტორიული ორგანო მიერ აისახება მონაცემთა ბაზაში. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მისაღები   სამმართველო ან ტერიტორიული ორგანო, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში ახორციელებს დევნილის მოწმობის გაცემას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი