დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016220 |
|
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. გამორთვების დაგეგმვა 1. გამორთვების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების, მათ შორის, ენერგობლოკების/აგრეგატების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების გამორთვების დაგეგმვის, კოორდინაციისა და დამტკიცების საკითხები; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის ოპერატიული დაგეგმვის მიზნით მიწოდებული გეგმური პარამეტრები. 2. გამორთვების დაგეგმვა ითვალისწინებს ისეთ გეგმურ გამორთვებს, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების სრული სიმძლავრე, კერძოდ: ა) გრძელვადიან გამორთვებს; ბ) მოკლევადიან გამორთვებს. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლები/გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროსადგურზე, გადამცემ ქსელზე ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე. 4. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ დაგეგმილი გამორთვები, გარდა 422-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა არ უნდა გადაუხვიოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დაგეგმილი გამორთვების ან მოკლევადიანი დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, არ გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დაგეგმილ გამორთვაზე ან მოკლევადიან დაგეგმილ გამორთვაზე თანხმობა მაშინაც კი, როცა გამორთვა წინასწარ დაგეგმილი იყო შემდეგ შემთხვევებში: ა) ავარიული შემთხვევის ან ავარიული შემთხვევის დადგომის საშიშროების დროს; ბ) წყლის უქმი დაღვრის შემთხვევაში; გ) გამორთვის შემთხვევაში არასაკმარისი იქნება გენერაციის სიმძლავრე პროგნოზირებული მოთხოვნისა და ოპერატიული რეზერვის დასაკმაყოფილებლად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია მოსთხოვოს ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს ასეთი გამორთვის გადადება იმ პერიოდისათვის, როდესაც შემზღუდავი ფაქტორები მოხსნილი იქნება. 7. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის/გადაცემის ლიცენზიატისათვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენის თარიღი. მუხლი 42. გრძელვადიანი გამორთვების გეგმები 1. გადამცემ ქსელში გამორთვების დაგეგმვის და გადამცემი ქსელის მოსარგებლეებთან გეგმური გამორთვების კოორდინაციის დროს, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად. 2. ენერგობლოკის/აგრეგატის და გადამცემი ქსელის გამორთვების დაგეგმვისას ელექტროენერგიის მწარმოებელმა და გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი სახეობის გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს: ა) გამორთვების პირველი კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ პირველ წელს 3 თვემდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; ბ) გამორთვების მეორე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მეორე წელს 6 თვემდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; გ) გამორთვების მესამე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მესამე წელს 1 წლამდე ვადით ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს; დ) გამორთვების მეოთხე კატეგორიის გეგმა ნიშნავს მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ მეოთხე წელს მათ მფლობელობაში არსებული ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების ექსპლუატაციიდან 1 წელზე მეტი ვადით გამოყვანის გამო დაგეგმილი გამორთვების ჩამონათვალს. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის დასაბუთებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია თანხმობა გასცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესისგან განსხვავებული გეგმის მიღებაზე, თუ ეს აუცილებელია გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირებისათვის. 4. გამორთვების დაგეგმვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებზე, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-ზე ნაკლებია. 5. ერთი წლიდან მეორე წელზე გადასვლისას, ნულოვანი, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლის გამორთვების გეგმებზე ვრცელდება შემდეგი წესი: ა) ნულოვანი წლის გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ წინა წლებში წარმოდგენილი და 421 მუხლით დადგენილი წესით შეთანხმებული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება მიმდინარე წელს; ბ) პირველი წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული პირველი კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება პირველ წელს; გ) მეორე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მეორე კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმები, რომლებიც ეხება მეორე წელს; დ) მესამე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მესამე კატეგორიის გეგმა და წინა წლებში წარმოდგენილი და შეთანხმებული მეოთხე კატეგორიის გეგმა, რომელიც ეხება მესამე წელს; ე) მეოთხე წლის საბოლოო გეგმა არის ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ნულოვან წელს წარმოდგენილი და შეთანხმებული მეოთხე კატეგორიის გეგმა.”. 3. 42-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 და 422 მუხლები: „მუხლი 421. გრძელვადიანი გამორთვების დაგეგმვის პროცედურა 1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 ივლისამდე საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს გამორთვების გეგმის სავალდებულო ფორმები ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და გადაცემის ლიცენზიატებისათვის დასაგეგმი წლის მიხედვით. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 5 ივლისამდე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს გადაცემის ლიცენზიატებსა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს გამორთვების გეგმების წარმოდგენის ან/და განახლების მოთხოვნით. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგიის მწარმოებელს ამ წესებით დადგენილ ვადებში გამორთვების გეგმების წარმოდგენის ვალდებულებისგან. 4. გამორთვების დაგეგმვის დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის მწარმოებლის მოთხოვნები გაითვალისწინება სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ დროულად წარმოდგენილი გეგმების დაკმაყოფილების შემდეგ. 5. ნულოვანი წლის 5 აგვისტომდე: ა) ელექტროენერგიის მწარმოებლები/გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან წერილობით მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები გეგმური გამორთვების შესახებ, რომლებიც ასახული უნდა იყოს გამორთვების პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის გეგმებში: ა.ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელება; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის შემთხვევაში – დადგმული და ქონებული სიმძლავრე, ელექტროგადამცემი ხაზის შემთხვევაში – გამტარუნარიანობა; ა.გ) გამორთვის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; ა.დ) გამორთვის დაწყებისა და დასრულების დაგეგმილი თარიღები/საათები; ა.ე) მითითება, გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია თუ ფიქსირებული; ა.ვ) თუ გეგმური გამორთვის თარიღები მოქნილია, მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლითაც ის შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში; ბ) ფიქსირებული თარიღების მქონე გეგმურ გამორთვებთან მიმართებაში, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს გამორთვის ფიქსირებული თარიღების საჭიროების დასაბუთება, თუ იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოითხოვა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწოდებს გონივრულ დასაბუთებას, ჩაითვლება, რომ გამორთვა დაიგეგმა მოქნილი თარიღებით და მისი თარიღი შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის მიხედვით. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ადრე წარმოდგენილ გეგმაში, გარდა პირველი კატეგორიის გეგმისა, შეიტანოს მხოლოდ ისეთი შესწორებები, რომლებიც განპირობებულია შეცვლილ გარემოებებზე რეაგირების საჭიროებით (გონივრულ ფარგლებში) და არ ცვლის ამ გეგმის კატეგორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები არ მიიღება და ძალაში რჩება შესაბამისი წლისათვის ადრე წარმოდგენილი გამორთვების გეგმა. 7. ნულოვანი წლის 5 ოქტომბრამდე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია: ა.ა) გამორთვების შემოთავაზებული გეგმების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამცემი ქსელის საიმედოობის ანალიზი ოპერატიული დაგეგმვის პერიოდისათვის და გამოიანგარიშოს თითოეული კვირის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების პიკური სიმძლავრე, რომლის უზრუნველყოფაც ელექტროსადგურს მოეთხოვება დაგეგმვის სხვადასხვა პერიოდში; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილ გეგმებში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებლებს/გადაცემის ლიცენზიატებს ამის შესახებ და ყველა ღონე იხმაროს შეთანხმების გზით პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში წერილობით მიმართოს ინფორმაციის მიმწოდებელს მიღებული ინფორმაციის შესახებ განმარტებების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. გამორთვების გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობისას, ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს წერილობითი ახსნა-განმარტება, მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; გ) საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გამორთვების გეგმებს განიხილავს იმ მოსარგებლეებთან, რომელთაც შეიძლება შეეხოთ კონკრეტული გამორთვა. 8. ნულოვანი წლის 5 ოქტომბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გამორთვების გეგმებს შესათანხმებლად უგზავნის შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით დაუდასტუროს ან უარყოს მისი ცალკეული დებულებები. ცალკეული დებულებების უარყოფის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეთანხმება შესაბამისი დებულებების უარყოფას ან უარს ამბობს თანხმობის გაცემაზე. 9. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ გამორთვების გეგმის ცალკეული დებულებების უარყოფის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი დებულებების უარყოფაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში გამორთვების გეგმა შეთანხმებულად ითვლება იმ ნაწილში, რომლის შესრულებაც შესაძლებელია უარყოფილი დებულებების გარეშეც. ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის მიერ წერილობით უარყოფილი გამორთვების გეგმის ცალკეული დებულებების ნაწილში იგულისხმება, რომ ამ პერიოდში გამორთვები არ ხორციელდება. 10. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ ვადაში არც დაადასტურებს და არც უარყოფს გამორთვების გეგმას, იგი ითვლება დადასტურებულად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი რედაქციით. 11. ნულოვანი წლის 1 ნოემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს გამორთვების საბოლოო გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ენერგობლოკები/აგრეგატები, ელექტროგადამცემი ხაზი ან/და ქვესადგური როდის (პერიოდის მითითებით) შეიძლება გაჩერდეს გეგმური გამორთვების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლებისათვის. გამორთვების საბოლოო გეგმა მოიცავს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო გეგმებს, მათ შორის, წინა წლებში წარმოდგენილ და შეთანხმებულ გეგმებს. 12. გამორთვების საბოლოო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს მოქნილი და ფიქსირებული გამორთვების პერიოდებს, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-8– 10 პუნქტებით დადგენილი წესით. 13. ცვლილებების შეტანა გეგმიურ გამორთვებში ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს მოქნილი გეგმიური გამორთვების თარიღების შეცვლა ელექტროენერგიის მწარმოებლების/გადაცემის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილ გეგმაში მითითებული ალტერნატიული თარიღებით; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს ფიქსირებული გეგმიური გამორთვების სხვა დროს გადატანა. ამ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, ელექტროენერგიის მწარმოებლის/გადაცემის ლიცენზიატის წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, მოითხოვოს დაგეგმილი გამორთვების გადატანა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი/გადაცემის ლიცენზიატი დათანხმდება დაგეგმილი გამორთვების რაიმე სახით ცვლილებაზე, მაშინ იგი ვალდებულია, განახორციელოს გამორთვები ამ შეთანხმების ფარგლებში. 14. იმ შემთხვევაში, თუ ენერგობლოკი/აგრეგატი, რომლისთვისაც გამორთვების გეგმაში გაწერილია გამორთვები, ელექტროენერგიის მწარმოებელს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იგივე ელექტროსადგურის სხვა ბლოკით (რომელსაც დაახლოებით იგივე სიმძლავრე და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და შესაბამისად გააკორექტიროს საბოლოო გამორთვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. 15. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ხაზი, რომლისთვისაც გამორთვების გეგმაში გაწერილია გამორთვები, გადაცემის ლიცენზიატს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იმავე ქვესადგურის სხვა ელექტროგადამცემი ხაზით (რომელსაც დაახლოებით იგივე გამტარუნარიანობა და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და შესაბამისად გააკორექტიროს საბოლოო გამორთვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. 16. გეგმური სამუშაოების დამთავრების შემდგომ, თუ შეიცვალა ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრე ან გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა მიუთითოს სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე, რომელიც ენერგობლოკს/აგრეგატს შეეძლება მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას, ხოლო გადაცემის ლიცენზიატმა – გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა. აღნიშნული ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს წერილობით გეგმური სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 422. დაგეგმილი მოკლევადიანი, დაუგეგმავი და იძულებითი გამორთვები 1. ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გამორთვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე, დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით შეუძლია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მოითხოვოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტზე ჩასატარებელი სამუშაოს გამო დაგეგმილი მოკლევადიანი გამორთვის უფლება არაუმეტეს 96 საათისა. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელებას; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლის შემთხვევაში – გამოსართავი და ხელმისაწვდომი სიმძლავრის (მგვტ) სიდიდეებს; გ) გამორთვის დაწყების დღეს და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს; დ) გამორთვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას. 2. მოთხოვნის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის მწარმოებელთან/გადაცემის ლიცენზიატთან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 3. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტს სჭირდება გამორთვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გამორთვების გეგმებს), ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის დასახელებას; ბ) დაუგეგმავი გამორთვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროს და ხანგრძლივობას; გ) ინფორმაციას გამორთვის ხასიათისა და გამორთული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გამორთვისას). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამორთვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ავარიული შემთხვევის დადგომის ან ავარიის საშიშროების წარმოშობის დროს; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში; გ) საკუთრებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში; დ) წყლის უქმი დაღვრის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს ელექტროენერგიის მწარმოებელს/გადაცემის ლიცენზიატს კორექტირების შეტანა გამორთვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 6. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გამორთვას, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერული განაცხადის პროგრამით დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში აღსადგენად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტისა და შესაბამისი ჩანაწერების შემოწმება. 7. ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გამორთვისას, რომლის დროსაც მომხმარებელს შეუწყდა ან შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება ან გამოიწვია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის დარღვევა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა/გადაცემის ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უმოკლეს ვადებში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამომწვევი მიზეზების შესახებ მაფიქსირებელი ჩანაწერების და შესაბამისი დოკუმენტაციის თანდართვით.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ქსელის წესების“ 421 მუხლის პირველი პუნქტით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადად 2017 წელს განისაზღვროს ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე, მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება შესრულდეს ამ დადგენილების ამოქმედების თარიღიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ელექტროენერგიის მწარმოებლებმა/გადაცემის ლიცენზიატებმა შეასრულონ 2017 წლის 15 აგვისტომდე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები