„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016234
24
26/07/2017
ვებგვერდი, 01/08/2017
010250020.35.130.016234
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2017 წლის 26 ივლისი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებით (სსმ 06/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016132) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე,  მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ  (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ  (რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებში მცხოვრებ სტუდენტებს. 

 სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:“

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა მშობელს გაეწევა დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე