დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14-59 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.101.016413 |
|
„ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის N17-49 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016045) და:
1. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისთვის 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არსებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება უნდა შესრულდეს ამ ინსტრუქციის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის წერილობით განცხადების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის თანახმად, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული არ ვრცელდება მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“ . 2. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ამ დადგენილების მე-10 პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები