შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 29/03/1999
ძალაში შესვლის თარიღი 19/05/1993
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000258
-
19/05/1993
გაურკვეველი, -, 29/03/1999
430003000.00.000.000258
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და

სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის

თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,

მიესალმებიან საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დადებულ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ,

აღნიშნავენ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთხელსაყრელი კავშირების განვითარებისათვის,

ესწრაფვიან ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას და აღნიშნულ საფუძველზე ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და შემდგომ გაღრმავებას,

აღნიშნავენ ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიულ მემკვიდრეობითობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

1.  საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნას სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კავშირის სადეპუტატო ჯგუფი; სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან კავშირის სადეპუტატო ჯგუფი.

2.    რეგულარულად ჩატარდეს საპარლამენტო ჯგუფების მოლაპარაკებები და კონსულტაციები ორივე მხარისათვის საინტერესო, ორმხრივი ურთიერთობების, საერთაშორისო თუ რეგიონულ პრობლემებზე.

3.      საპარლამენტთაშორისო კავშირებისათვის სისტემატური და გეგმაზომიერი ხასიათის მიცემის მიზნით, ყოველწლიურად ჩატარდეს არანაკლებ ორი ოფიციალური შეხვედრისა თბილისსა და ერევანში.

4.      მუდმივად გაიცვალოს ინფორმაცია საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ.

5.   უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი მუდმივი კომისიების თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში შეიქმნას დროებითი სამუშაო და საექსპერტო ჯგუფები.

6.  კონსულტაციების ჩატარების ვადები და დონე, აგრეთვე განსახილველად გამოსატანი საკითხები, ყოველწლიურად განისაზღვროს სპეციალური ოქმით.

7.  ხელი შეუწყონ აქტიურ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

 

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია ქ. ერევანში 1993 წლის 19 მაისს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სომხურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით

(ხელმოწერილია)