„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020070
361
24/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
010220030.10.003.020070
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №361

2017 წლის 24 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013  წლის  29  იანვრის  №10  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  30/01/2013, 010220030.10.003.017174) შეტანილ იქნეს   ცვლილება და:

1.  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია  (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან   ნატრიაშვილი – საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;

კახა ხანდოლიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

დავით კერესელიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;

ნიკოლოზ რევაზიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;

გიორგი ხაბელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;

თეა მაისურაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;

შალვა ენუქიძე  –  საქართველოს   შინაგან   საქმეთა   სამინისტროს   მიგრაციის   დეპარტამენტის დირექტორი;

ეკატერინე მიქაბაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;

ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

მარინა დარახველიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და    სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

თამარ მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;

ანა ბარამია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო  ურთიერთობების  დეპარტამენტის საერთაშორისო  ურთიერთობებისა  და  პროგრამების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნ.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. კომისის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავენ კომისიის თანათავმჯდომარეები. კომისიის სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში არანაკლებ ორჯერ.

2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. კომისიას ჰყავს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ამზადებს კომისის სხდომის მასალებს და ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის მასალების შენახვაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი