„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016366
17
24/07/2017
ვებგვერდი, 28/07/2017
190040000.35.153.016366
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2017 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის  პირველი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  27 ივნისის  №48  განკარგულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მაისის  №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 190040000.35.153.016328, 01.06.2016), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი



დანართი
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირთა და  აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 რანგი

 თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

 

საკრებულოს თავმჯდომარე − პოლიტიკური თანამდებობის პირი

2650

2

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე − პოლიტიკური თანამდებობის პირი

1900

3

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე − პოლიტიკური თანამდებობის პირი

1550

4

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე  პოლიტიკური თანამდებობის პირი

1550

5

I

საკრებულოს აპარატის უფროსი 
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1200

6

II

საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი − 
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1010

7

III

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

760