დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016001 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №35 03
2017 წლის 21 ივლისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის „2017 წლის 7 ივლისის №9 ოქმის საფუძველზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაბა ბაკურიანში დიდველის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიას ეწოდოს „დიდველის სახელობის ქუჩა“, თანდართული რუკის თანახმად (დანართი 1).
2. განკარგულება გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი ფერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები