„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016365
16
24/07/2017
ვებგვერდი, 28/07/2017
190040000.35.153.016365
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს #5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2017 წლის 24 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“, „დ.დ“, „დ.ე“  ქვეპუნქტების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის  26 აპრილის №215 დადგენილების, „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 ივლისის №58 განკარგულების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 190040000.35.153.016210, 11/08/2014), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლი და დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა სარგოების განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.“

დანართი 1

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები

 

 

თანამდებობის დასახელება

 

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1.1.

გამგებელი

პოლიტიკური თანამდებობის პირი

2650

1.2

გამგებლის პირველი მოადგილე

პოლიტიკური თანამდებობის პირი

1450

1.3.

გამგებლის მოადგილე

პოლიტიკური თანამდებობის პირი

1450

1.4.

სამსახურის უფროსი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - (I რანგი)

1200

1.5.

განყოფილების უფროსი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - (II რანგის მე-2 კატეგორია)

1010

1.6.

III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(III-რანგი)

760

1.7.

I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

(IV-რანგი)

740

1.8.

II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

 (IV-რანგი)

720

1.9.

III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

 ( IV-რანგი)

600

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი