„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017025
207
24/07/2017
ვებგვერდი, 24/07/2017
010210040.08.002.017025
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №207

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგში სტრუქტურული ერთეული):

ა) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი;

დ) პროტოკოლის დეპარტამენტი;

ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი;

ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ი) საფინანსო დეპარტამენტი;

კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.

2. ადმინისტრაციაში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შეიქმნას განყოფილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი