დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016502 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
განხორციელდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში“ (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) და დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება, ქვეყნის ფარდობითი უპირატესობების განსაზღვრა, პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირება და ახალი სექტორების შესწავლა/შეთავაზება საინვესტიციო პოტენციალის გამოვლენის მიზნით“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) დაინტერესებული ინვესტორების დახმარება ინვესტიციის განხორციელების პროცესში, მათ შორის, სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში დახმარება, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კოორდინირება; გ2) დაინტერესებული ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე, მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით;“
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 2 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები