დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016318 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2016; 190020020.35.149.016296) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7249.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6732,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6850.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 118,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ვ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს „სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის სრული რეაბილიტაციის, სოფელ ზემო ხანდაკის სასმელი წყლის მაგისტრალის არსებულ წყალშემკრებ რეზერვუარამდე მიყვანის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია ახალქალაქის, ოკამი-თეზის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები. დასრულდება დოესის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები. მომზადდება სოფლებში: თელინი, ქვემო გომი, ხოვლე, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები. ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდება საქადაგიანოში, სვანების ქვედა დასახლებაში და ხიდისყურის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სადგურ მეტეხის სასმელი წყლით მომარაგებისთვის სათავე ნაგებობის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა.“; ზ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები