დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016817 |
|
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №104 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2015, 100110000.22.038.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) ბრძანებით.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა“; გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“; დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“; ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მსჯავრდებულთა გადაყვანა და დაცვა მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები