„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016818
61
27/07/2017
ვებგვერდი, 28/07/2017
010320040.22.038.016818
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №61

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის №185 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2012, 010320040.22.038.016138) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ‘‘ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,  ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულება – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ბ) დაწესებულების ხელმძღვანელი – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი,  სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის – სასწავლო ცენტრის დირექტორი, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის – სააგენტოს უფროსი;

გ) სტრუქტურული ერთეული – სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები;“;

ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge). ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოცხადდეს პრესის ან/და  მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი