დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო გადასახადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 690 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/03/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„სამედიცინო გადასახადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „სამედიცინო გადასახადის შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 აპრილიდან.
2. 1995 წლის პირველი იანვრიდან 1995 წლის 1 აპრილამდე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის №400 ბრძანებულების შესაბამისად ამოსაღები სახსრების გადარიცხვა გაგრძელდეს არსებული წესით.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციას უზრუნველყოს სამედიცინო გადასახადის დროული და სრული ამოღება.
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 21 მარტი
№690 ა)–11ს
დოკუმენტის კომენტარები