დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020062 |
|
„სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 240110000.10.003.019327) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის“:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C-ისა); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) მზა სურსათი − სურსათი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის დამატებით თერმული (თბური) ან სხვა სახის გადამუშავების გარეშე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მავნე მიკროორგანიზმების ეფექტური განადგურება ან მათი რაოდენობის დასაშვებ (მისაღებ) დონემდე შემცირება.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სურსათში, ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, 100 გ მზა სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები