„სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020062
353
21/07/2017
ვებგვერდი, 24/07/2017
240110000.10.003.020062
„სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 240110000.10.003.019327) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის“:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა:

ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია;

ბ) მცენარეული ცხიმის  მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C-ისა);

გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.“.

2. მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მზა სურსათი − სურსათი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის დამატებით თერმული (თბური) ან სხვა სახის გადამუშავების გარეშე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მავნე მიკროორგანიზმების ეფექტური განადგურება ან მათი რაოდენობის დასაშვებ (მისაღებ) დონემდე შემცირება.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათში, ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, 100 გ მზა სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი