„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020060
351
21/07/2017
ვებგვერდი, 24/07/2017
010240030.10.003.020060
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2017 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 29, 25/02/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“:  

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დევნილის სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმების შემუშავება, დევნილთა ანკეტირება;“;

„კ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთათვის კონსულტაციის გაწევა;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დევნილთა, რეპატრიანტთა, მიგრანტთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) და სხვა მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა და მათი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია;“.

4. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე, დევნილის მოწმობის გაცემა.“.  

5. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მოქალაქეთა მისაღები   სამმართველო.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი