დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020058 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების კოორდინაცია, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან/ორგანიზაციიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და სპეციალისტების/წარმომადგენლების მიწვევა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. შეიარაღებული ძალების სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი წარმოადგენს გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველს სერჟანტთა სამხედრო-პროფესიულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო უზრუნველლყოფს „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების“ შესახებ ხელშეკრულების, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულების, „სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლისა“ და „ვენის 2011 წლის“ დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების იმპლემენტაციას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები