„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

  • Word
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
688
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
0000.00.00.000000
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

I. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 მაისიდან.

II. დაევალოს საქარპთველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შესაბამის უწყებებთან ერთად ერთი თვის ვადაში:

1. შეიმუშაოს და დაამტკიცოს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა;

2. წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობაში სათანადო დამატებების შეტანის შესახებ იმ მოქალაქეთა პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლებიც დონორობაზე სამედიცინო შემოწმებისას განზრახ დამალავენ ან დაამახინჯებენ ცნობებს თავისი დაავადებების და ნარკოტიკული ან სხვა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შესახებ აგრეთვე დონორების სოციალური უზრუნველყოფისა და მათი მატერიალური სტიმულირების თაობაზე;

3. დაამტკიცოს წესები უცხოეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლისა და საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მათი გატანის შესახებ.

III. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ დონორობის საკითხებში მოსწავლეთა და სტუდენტთა სწორი ორიენტირების მიზნით საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების, შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობასა და სისხლის გაღების უვნებლობაზე

 

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

 

თბილისი

1995 წლის 21 მარტი

№68811ს