დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016455 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/07/2017 - 08/05/2018)
|
ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ
|
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მოთხოვნები ,,ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
წინამდებარე ბრძანება შემუშავებულია „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ 1980 წლის 3 მარტის კონვენციის, „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციის 2005 წლის 8 ივლისის შესწორებისა და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 2.
რეგულირების სფერო |
ეს ბრძანება ადგენს: |
ა)
ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) (შემდეგში – „დაცულობა“) უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორებით განხორციელებული საქმიანობისა) განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისათვის; |
ბ)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდეგში – მარეგულირებელი ორგანო) ფიზიკურ უსაფრთხოებასთან (დაცულობასთან) დაკავშირებულ კომპეტენციას. |
მუხლი 3.
მიზნები და ამოცანები |
1.
წინამდებარე ბრძანების მიზანს წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცულობის უზრუნველყოფა და შესაბამისად, ადამიანის, მოსახლეობის, გარემოსა და საკუთრების დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. |
2.
წინამდებარე ბრძანების ამოცანაა დიფერენცირებელი მიდგომის, საფრთხეების შეფასების ან/და პროექტირების საბაზისო საფრთხეებისა და მრავალდონიანი დაცვის გათვალისწინებით დაცულობისა და დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნების დადგენა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან დეტექტირებას, დაყოვნებასა და რეაგირებას. |
მუხლი 4.
დაცულობის მიზნები და პრინციპები |
1.
დაცულობის მიზნებია: |
ა)
ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო ქმედებისაგან დაცვა; |
ბ)
უკანონო ქმედებებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება უკანონოდ დაუფლებული რადიოაქტიური ნივთიერების ადგილმდებარეობის დასადგენად, მოსაძიებლად და მასზე მარეგულირებელი კონტროლის აღსადგენად. |
2.
დაცულობის ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
3.
დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპლექსურად ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 5.
ტერმინთა განმარტება |
1.
წინამდებარე ბრძანების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: |
ა)
პროექტირების საბაზისო საფრთხე – იმ შიდა დამრღვევისა და გარეშე პირის მახასიათებლები, რომელთაც შეიძლება სცადონ უკანონო დაუფლება ან საბოტაჟის განხორციელება, რის თავიდან ასაცილებლად ხდება დაცულობის სისტემის შემუშავება და შეფასება; |
ბ)
დაცულობა – ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების, ასოცირებული დანადგარების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო დაუფლება, ასევე, საბოტაჟის და სხვა უკანონო ქმედების დეტექტირება, დაყოვნება და რეაგირება; |
გ)
საფრთხე – პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც გააჩნია უკანონო ქმედების ჩადენის მოტივი, განზრახვა და შესაძლებლობა, ასევე ქმედება, მიმართული საბოტაჟისკენ ან სხვა უკანონო ქმედებისაკენ; |
დ)
შიდა დამრღვევი – პირი, რომელსაც გააჩნია ოფიციალური დაშვება ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე, რადიოაქტიურ ნარჩენებზე, ბირთვულ მასალებზე, რადიოაქტიურ წყაროებზე, მათ შემცველ დანადგარებზე და შესაბამის ინფორმაციაზე და რომელსაც აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო ქმედება ან დაეხმაროს გარეშე პირს უკანონო ქმედების განხორციელებაში; |
ე)
შესანახი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს ბირთვული და რადიაციული წყაროები ან/და რადიოაქტიური ნარჩენები; |
ვ)
დაცულობის კულტურა – ინდივიდების, ორგანიზაციებისა და უწყებების მახასიათებლების, მიდგომებისა და ქცევის ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერის, განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის საშუალებას; |
ზ)
დეტექტირება – დაცულობის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო ქმედების აღმოჩენას და ამ ქმედებით გამოწვეული განგაშის მიზეზების შეფასებას; |
თ)
დაყოვნება – დაცულობის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო ქმედების შეფერხებას (დროის გახანგრძლივების მიზნით) ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე, რადიოაქტიურ წყაროებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან უკანონო წვდომისას; |
ი)
რეაგირება – დაცულობის ფუნქცია, რომელიც მოიცავს უკანონო ქმედების აღმოჩენის შემდეგ ოპერატორის პერსონალის, დაცვის სამსახურისა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებათა ერთობლიობას და რომლის მიზანია უკანონო ქმედების ჩამდენი პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება და შესაძლო რადიოლოგიური შედეგების შემცირება; |
კ)
დაცულობის მართვა – ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის მისაღწევად ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების პროცედურების, ეფექტიანი დაცულობის კულტურის უსაფრთხოების პროცედურების, ანგარიშებისა და გეგმების შემუშავება და განხორციელება; |
ლ)
დიფერენცირებული მიდგომა – დაცულობის უზრუნველსაყოფად სავარაუდო უკანონო ქმედებების შედეგების გათვალისწინებით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; |
მ)
მრავალდონიანი დაცვა – რამდენიმე დონის სისტემისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის გადალახვის ან გვერდის ავლის საფუძველზე შესაძლებელია ფიზიკური დაცვის დარღვევა; |
ნ)
დაცულობის სისტემა – ფიზიკური დაცვის ღონისძიებების – პერსონალის, პროცედურებისა და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა. |
2.
ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. |
მუხლი 6.
კომპეტენტური უწყებები ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში |
1.
ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია: |
ა)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ლიცენზიის მაძიებლისათვის დაცულობისა და დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნების დადგენა და განახლება, წინამდებარე ბრძანების შესაბამისად; |
ბ)
ავტორიზაციის დროს დაცულობის უზრუნველყოფის პირობების შესახებ დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
გ)
ინსპექტირების გზით ლიცენზირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული დაცულობის ღონისძიებების კონტროლი და შეფასება; |
დ)
ადმინისტრაციული მიწერილობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დასახვა ან/და შესაძლო ახალი საფრთხეების გათვალისწინებით განახლებული დაცულობის სისტემის კონტროლი; |
ე)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას დაცულობის უზრუნველყოფის პირობების დარღვევის ან/და დაცულობის სისტემის გაუმართავი ფუნქციონირების გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
ვ)
პროექტირების საბაზისო საფრთხეების შესამუშავებლად მოთხოვნების დადგენაში მონაწილეობა; |
ზ)
მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტების, I კატეგორიის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების, W1 კლასის ნარჩენების მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების პროექტირების საბაზისო საფრთხეების შეფასება; |
თ)
ბირთვული და რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება. |
2.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. |
მუხლი 7.
ოპერატორის ვალდებულებები ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცულობის უზრუნველყოფის სფეროში |
1.
ოპერატორი ვალდებულია: |
ა)
დაცულობის უზრუნველსაყოფად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; |
ბ)
შეიმუშავოს ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა; |
გ)
შეაფასოს არსებული და პოტენციური საფრთხეები; |
დ)
მაღალი რადიაციული რისკის ობიექტების, I კატეგორიის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების, W1 კლასის ნარჩენების მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ დაცულობის სისტემის დაგეგმვის და დანერგვისას გაითვალისწინოს საფრთხეების შეფასება ან/და პროექტირების საბაზისო საფრთხეები; |
ე)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელ ორგანოში წარადგინოს დოკუმენტაცია დაცულობის სისტემის შესახებ და ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა; |
ვ)
დაიცვას დაცულობის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა; |
ზ)
განაახლოს დაცულობის სისტემა: |
ზ.ა)
ახალი სახის საფრთხეების წარმოქმნისას; |
ზ.ბ)
ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი უფრო მაღალი კატეგორიის წყაროების შეძენის შემთხვევაში; |
ზ.გ)
დაცულობის ახალი ტიპის ტექნოლოგიების დანერგვისას; |
თ)
პერიოდულად შეამოწმოს დაცულობის სისტემის ფუნქციონირება და ასახოს ჩანაწერები შესაბამის დოკუმენტაციაში; |
ი)
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მითითებულ ვადაში შეასრულოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები; |
კ)
დაცულობის სისტემაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ 10 დღის ვადაში აცნობოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოს; |
ლ)
უზრუნველყოს რადიაციულ ინციდენტებზე ან/და რადიაციულ ავარიებზე მზადყოფნა და რეაგირება რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის მიხედვით; |
მ)
დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოსა და კომპეტენტურ უწყებებს რადიოაქტიურ ნივთიერებებზე, შესანახებზე, მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე უკანონო ქმედების განზრახვის, უკანონო ქმედების ჩადენის მომზადების, მცდელობის და უკანონო ქმედების შემთხვევების გამოვლენის შესახებ; |
ნ)
მარეგულირებელ ორგანოსა და კომპეტენტურ უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი შიდა და გარე საფრთხეების შესახებ; |
ო)
დანერგოს დაცულობის კულტურა; |
პ)
აღრიცხოს რადიოაქტიური წყაროები, რადიოაქტიური ნარჩენები და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროები; |
ჟ)
დანერგოს ორი გასაღების პრინციპი; |
რ)
უზრუნველყოს დაცულობის სისტემაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირება; |
ს)
უზრუნველყოს პერსონალის მომზადება და გადამზადება დაცულობასთან დაკავშირებულ საკითხებში. |
2.
საფრთხის წარმოქმნისას ოპერატორი ვალდებულია: |
ა)
დაუყოვნებლივ გააძლიეროს მაღალი რადიაციული რისკის ობიექტების, I, II, III კატეგორიის ბირთვული მასალების და რადიოაქტიური წყაროების, W1, W2 და W3 კლასის ნარჩენების დაცულობა; |
ბ)
დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხის შესახებ მარეგულირებელ ორგანოსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებს; |
გ)
განახორციელოს დამდგარი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებები; |
დ)
შეაფასოს პოტენციური საფრთხეებით გამოწვეული შესაძლო შედეგები და შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობა. |
მუხლი 8.
დაცულობის სისტემა |
1.
დაცულობის მიზნების მისაღწევად, დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელმა/ლიცენზიის მაძიებელმა უნდა შეიქმნას დაცულობის სისტემა, რომლის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება უკანონო ქმედების დეტექტირება, დაყოვნება და მასზე რეაგირება. დაცულობის სისტემა მოიცავს დეტექტირების, დაყოვნებისა და რეაგირების ღონისძიებებს. |
2.
დეტექტირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს უკანონო ქმედების, უკანონო ქმედების მომზადების ან მცდელობის გამოვლენისა და შეფასების მიზნით. დეტექტირება დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით შეიძლება განხორციელდეს: ვიზუალური და ვიდეომეთვალყურეობით, ელექტრონული სენსორებით, აღრიცხვის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, განგაშისა და კონტროლის სისტემებით და სხვა. |
3.
დაყოვნების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე უკანონო შეღწევისა და რადიოაქტიურ წყაროებზე, რადიოაქტიურ ნარჩენებზე და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო წვდომის მცდელობის შეყოვნების მიზნით. დაყოვნების შესაფასებლად გამოიყენება დრო დეტექტირებიდან დამრღვევის მიერ ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე უკანონო შეღწევისა და რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო დაუფლების მცდელობამდე ან დაუფლებამდე. დაყოვნებისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ბარიერები ან/და ფიზიკური საშუალებები (სტაციონარული კონსტრუქციები, ღობეები, გისოსები, კარები, შესანახი და სატრანსპორტო კონტეინერები და სხვა შეფუთვები, საკეტები და სხვა). დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით დაყოვნების ღონისძიებები განისაზღვრება ბირთვული და რადიაციული ობიექტების რისკის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და ბირთვული მასალების კატეგორიების გათვალისწინებით. |
4.
რეაგირების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, დეტექტირებისა და ანალიზის საფუძველზე უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით რეაგირების ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს ბირთვული და რადიაციული ობიექტების რისკის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და ბირთვული მასალების კატეგორიების შესაბამისად. |
5.
დაცულობის მართვის მეშვეობით იქმნება დაცულობის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისა და მდგრადობის საფუძველი. |
მუხლი 9.
რადიოაქტიური წყაროების დაცულობა |
1.
რადიოაქტიური წყაროების კატეგორების მიხედვით არსებობს დაცულობის სამი დონე: „A”, „B”, „C” (დანართი 1). |
ა)
დაცულობის A დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების აკრძალვა; |
ბ)
დაცულობის B დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების მინიმუმამდე დაყვანა; |
გ)
დაცულობის C დონე – რადიოაქტიური წყაროების უკანონო დაუფლების შეზღუდვა. |
2.
რადიოაქტიური წყაროს დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით მოთხოვნები განისაზღვრება დანართი 2-ით. |
3.
IV-V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების დაცულობის უზრუნველსაყოფად შესასრულებელი მოთხოვნებია: |
ა)
შემთხვევითი ან უკანონო შეღწევის აღკვეთის ღონისძიებების დადგენა; |
ბ)
წელიწადში ერთხელ რადიოაქტიური წყაროების ფიზიკური ინვენტარიზაციის ჩატარება და საინვენტარიზაციო დოკუმენტაციის წარმოება; |
გ)
წყაროსთან მოპყრობის ყველა ეტაპზე კონტროლის დაწესება; |
დ)
რადიოაქტიური წყაროების დაცულ სათავსებში შენახვის უზრუნველყოფა; |
ე)
ფიზიკური ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში კომპეტენტური უწყებების შეტყობინების უზრუნველყოფა. |
4.
სხვადასხვა კატეგორიის რადიოაქტიური წყაროს ერთდროული გამოყენების ან შენახვის შემთხვევაში, დაცულობის დონე განისაზღვრება ყველაზე მაღალი კატეგორიის წყაროს მიხედვით. |
მუხლი 10.
რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობა |
1.
რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის სისტემის დაგეგმვისა და დანერგვისას გათვალისწინებული უნდა იქნას რადიოაქტიური ნარჩენების მასა, მოცულობა, აქტივობა, მათი განთავსება ობიექტზე, ასევე შემდეგი მახასიათებლები: |
ა)
ნუკლიდების ხვედრითი აქტივობა რადიოაქტიურ ნარჩენში; |
ბ)
რადიოაქტიური ნარჩენის ფიზიკურ-ქიმიური ფორმა; |
გ)
რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვა. |
2.
დაცულობის სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რადიოაქტიური ნარჩენის ფარდობითი საფრთხე (R), რომლის მნიშვნელობა თითოეული შეფუთვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც An არის n რადიონუკლიდის აქტივობა; Dn – n რადიონუკლიდის საფრთხის მნიშვნელობა, რომლებიც განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესით, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციით. ფარდობითი საფრთხის (R) მნიშვნელობისა და რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვის მასის გათვალისწინებით, დგინდება რადიოაქტიური ნარჩენების კლასები (W1, W2, W3, W4). რადიოაქტიური ნარჩენების კლასების მიხედვით განისაზღვრება მოთხოვნები შესაბამისი დაცულობის სისტემის მიმართ. |
3.
რადიოაქტიური ნარჩენების კლასები განისაზღვრება ცხრილი 1-ის მიხედვით.
ცხრილი 1
2000* არის რადიოაქტიური ნარჩენის შემცველი შეფუთვის მინიმალური მასა, რომელიც განიხილება უკანონო ქმედების შესაძლებლობის სირთულედ. | ||||||||||||||||||||||||||||
4.
რადიოაქტიური ნარჩენის კლასი შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ მარეგულირებელი ორგანოსთვის შეტყობინების საფუძველზე, რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების ცვლილებების გათვალისწინებით. |
5.
W1, W2 და W3 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება დანართი 4-ის მიხედვით. |
6.
W4 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის სისტემის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით. |
მუხლი 11.
რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დაცულობა |
1.
მარეგულირებელი ორგანოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია: |
ა)
რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხზე უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობა; |
ბ)
საფრთხეების შეფასებისა და პროექტირების საბაზისო საფრთხეების საფუძველზე დანერგოს დაცულობის სისტემა; |
გ)
უზრუნველყოს დაცულობის სისტემის გამართული ფუნქციონირება. |
2.
ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე, სადაც განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები და რადიოაქტიური წყაროები, დაცულობის სისტემის დანერგვა უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ობიექტებზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების დაცულობის ამ ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური დონის გათვალისწინებით. |
მუხლი 12.
დაცულობა რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას |
1.
რადიოაქტიური წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების ტრასპორტირების დროს დაცულობის სისტემა უნდა დაიგეგმოს დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით, უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით. |
2.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების შემთხვევაში დაცულობის სისტემის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი საკითხები: |
ა)
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; |
ბ)
ტრანსპორტის სახეობა; |
გ)
გამოყენებული შეფუთვები; |
დ)
რადიოაქტიური წყაროებითა და რადიოაქტიური ნარჩენებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების შეფასება. |
3.
ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების გათვალისწინებით ხორციელდება შესაძლო რადიოლოგიური შედეგის შეფასება. |
4.
რადიოლოგიური შედეგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით და დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს დაცულობის ღონისძიებები: |
ა)
უმნიშვნელო რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს დაცულობის ღონისძიებები პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით; |
ბ)
შეზღუდული რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს დაცულობის საბაზისო ღონისძიებები; |
გ)
მნიშვნელოვანი რადიოლოგიური შედეგის შემთხვევაში – მიღებული უნდა იქნეს დაცულობის გაძლიერებული ღონისძიებები. |
5.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას დაცულობის საბაზისო ღონისძიებები მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს: |
ა)
რადიოაქტიური ნივთიერების და რადიოაქტიური ნარჩენის ტრანსპორტირების დროს დროებითი შენახვისათვის გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის დაცულობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ზომებს, რომლებიც დადგენილია რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენებისათვის და მათი შენახვის ობიექტებისათვის; |
ბ)
უზრუნველყოფილი იქნეს რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების სანდოობა და განისაზღვროს მათი მოვალეობები; |
გ)
უზრუნველყოფილი იქნეს ინფორმაციის დროული გაცვლა ტვირთის გამგზავნს, გადამზიდსა და მიმღებს შორის; |
დ)
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას ინციდენტის ან/და ავარიის შემთხვევაში განხორციელდეს ოპერატიული რეაგირება შესაბამისი გეგმის მიხედვით; |
ე)
დაუშვებელია რადიოაქტიური წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენის შემცველი შეფუთვისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების დატოვება ზედამხედველობის გარეშე; |
ვ)
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებში. |
6.
რადიოაქტიური წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენის ტრანსპორტირებისას გაძლიერებული ღონისძიებები მოიცავს როგორც საბაზისო, ისე დამატებით ზომებს, რომელიც გულისხმობს დეტექტირების, დაყოვნების, რეაგირების ფუნქციებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. |
7.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების მარშრუტი (დასახლებულ პუნქტებზე გავლის შეზღუდვით) და დრო უნდა შეთანხმდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებებთან. |
8.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას უნდა განხორციელდეს დაცვის პერსონალის თანხლების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. |
9.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. |
10.
რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად უფლებამოსილმა პირებმა. |
11.
საფრთხის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დამატებითი ღონისძიებები: |
ა)
ტვირთის გაგზავნის გადავადება; |
ბ)
მარშრუტის შეცვლა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; |
გ)
შეფუთვის და სატრანსპორტო საშუალების მდგრადობის გაძლიერება; |
დ)
ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დაცვის დამატებითი ძალებით; |
ე)
კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებების ინფორმირება ქურდობის, საბოტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების საფრთხის შესახებ. |
მუხლი 13.
ბირთვული მასალების დაცულობა |
1.
ბირთვული მასალის დაცულობის დონე განისაზღვრება დანართი 4-ით დადგენილი ბირთვული მასალის კატეგორიზაციის მიხედვით. |
2.
ბირთვული მასალის დაცულობის დონეები შეესაბამება რადიოაქტიური წყაროების დაცულობის დონეს შემდეგი პრინციპით: |
ა)
III კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების დაცულობის “C” დონე; |
ბ)
II კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების დაცულობის “B” დონე; |
გ)
I კატეგორიის ბირთვული მასალა – რადიოაქტიური წყაროების დაცულობის “A” დონე. |
3.
II და III კატეგორიის ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისას დაცულობის უზრუნველსაყოფად უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: |
ა)
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაცულობის საბაზისო ღონისძიებები; |
ბ)
უნდა არსებობდეს წინასწარი შეთანხმება გადაცემის ადგილის, დროისა და პროცედურების თაობაზე გამგზავნს, მიმღებსა და გადამზიდავს. |
4.
I კატეგორიის ბირთვული მასალების ტრანსპორტირებისას დაცულობის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს დაცულობის გაძლიერებული ღონისძიებები. |
5.
ქვეყნის შიგნით ბირთვული მასალის იმ რაოდენობის გადაზიდვისას, რომელიც არ ექვემდებარება ბირთვული მასალის კატეგორიზაციას, გამოყენებული უნდა იქნეს დანართი 3-ით განსაზღვრული ქმედებები, რომლებიც შეესაბამება IV-V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირებას. |
მუხლი 14.
დაცულობის კულტურა |
1.
დაცულობის სტაბილურობის, მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიება და დაცულობის კულტურის დანერგვა გრძელვადიან პერიოდზე. ყველა კომპეტენტურმა უწყებამ და იმ პირებმა, რომლებიც ჩართულნი არიან დაცულობის უზრუნველყოფასა და კონტროლში, უნდა დანერგონ, განავითარონ და შეინარჩუნონ დაცულობის კულტურა დაცულობის მიზნების მისაღწევად. |
2.
დაცულობის კულტურის საფუძველს წარმოადგენს: |
ა)
არსებული და პოტენციური საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და ანალიზი; |
ბ)
დაცულობის მდგრადობის უზრუნველყოფა; |
გ)
პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და კონტროლი მათ შესრულებაზე; |
დ)
პერსონალის ცნობიერებისა და განათლების ამაღლება; |
ე)
დაცულობის ფუნქციების შესასრულებლად დაცულობის სისტემების მუდმივი გაუმჯობესება. |
მუხლი 15.
დაცულობის ხარისხის უზრუნველყოფა |
1.
დაცულობის ხარისხის უზრუნველყოფა სავალდებულოა კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის და იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას. |
2.
ოპერატორებმა, დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, უნდა შეიმუშაონ და განაახლონ ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობის სისტემის შემუშავების, იმპლემენტაციის, განხორციელებისა და შენარჩუნების შესაბამისობას საფრთხეების შეფასებასთან ან/და პროექტირების საბაზისო საფრთხეებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. |
3.
ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა უნდა მოიცავდეს: |
ა)
დაცულობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას; |
ბ)
დაცულობის სისტემის კომპონენტების ხარისხის ამოცანებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გარანტიას; |
გ)
ხარისხის კონტროლის მექანიზმებისა და პროცედურების მეშვეობით დაცულობის ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებისა და შემოწმების შესაძლებლობას; |
დ)
დაცულობის სისტემის შექმნის, შენარჩუნების, განვითარებისა და განხორციელების გზებს; |
ე)
დაცულობის კულტურის დანერგვისა და მისი შეფასების გზებს. |
4.
ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად შეაფასოს, განავითაროს და შეინარჩუნოს ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. |
დანართი №1
დაცულობის დონეები რადიოაქტიური წყაროების კატეგორების მიხედვით
* გამორიცხვის დონე განისაზღვრება ,,ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ 1-ში. A - რადიოიზოტოპის აქტივობა; D - საფრთხე, რომელიც განსაზღვრულია ,,ტექნიკური რეგლამენტის - „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილების მიხედვით. . დანართი №2 მოთხოვნები რადიოაქტიური წყაროების დაცულობის „A“, „B“, „C“ დონეების მიხედვით დაცულობის დონე „A“
დაცულობის დონე „B“
დაცულობის დონე „C“
დანართი №3 მოთხოვნები W1, W2 და W3 კლასის რადიოაქტიური ნარჩენების დაცულობის სისტემის მიმართ
დანართი №4 ბირთვული მასალების კლასიფიკაცია
1. ნებისმიერი იზოტოპური შემადგენლობის პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმისა, რომელშიც იზოტოპ პლუტონიუმ-238-ის კონცენტრაცია აღემატება 80%-ს. 2. დაუსხივებელი ან რეაქტორში დასხივებული ბირთვული მასალა დაცვის გარეშე ერთი მეტრ მანძილზე გამოსხივების დოზის სიმძლავრით 1 ზვ/სთ ან ნაკლები. 3. კომპეტენტური უწყებების მიერ, დაცულობის ეს დონე, ობიექტური გარემოებებისა და რისკების შეფასებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მეტი ან ნაკლები დაცულობის დონით. 4. დაუსხივებელი I ან II კატეგორიის ბირთვული საწვავის კატეგორია შეიძლება დაქვეითდეს ერთი კატეგორიით, თუ გამოსხივების დოზის სიმძლავრე დაცვის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე აღემატება 1 ზვ/სთ-ს. 5. ბუნებრივი ურანისა და ბირთული მასალის იმ რაოდენობისათვის, რომელიც ნაკლებია III კატეგორიით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დაცულობა განისაზღვრება IV-V კატეგორიის წყაროების მიმართ დაცულობის მოთხოვნების ანალოგიურად. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები