დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016231 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 5 აპრილის №2-74 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/04/2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ (დანართი №9)“-ის მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; ვ) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ზ) დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა. მუხლი 14 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) უმაღლესი განათლება – საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან კავშირში მყოფი სპეციალობით; ბ) სავალდებულოა უცხო ენების (ინგლისური – ძალიან კარგი და რუსული – კარგი) ცოდნა, სასურველია დამატებით რომელიმე ევროპული ენის ცოდნა; გ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა; დ) ოფიციალური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა; ე) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები