„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის/ პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონოს თაობაზე

  • Word
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის/ პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონოს თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
684
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
0000.00.00.000000
„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის/ პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონოს თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის /შიდსის/ პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონოს თაობაზე

საქართველოლს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის შიდსის პრფილაქტიკის შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 მაისიდან. II. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად:

1. „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის შიდსის პრფილაქტიკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონტის მიღებასთან დაკავშირებით სამი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; განსაზღვროს აივ ინფექციის შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა იმ კონკრეტულ ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ამ კანონის შესასრულებლად;

2. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული შიდსთან ბრძოლის და პროფილაქტიკის გლობალური პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე და საქართველოს ეროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს შიდსთან ბრძოლის ეროვნული სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, გაითვალისწინოს პროგრამის შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურისა და მექანიზმების შექმნა, დაფინანსების (მათ შორის, კონვერტირებადი ვალუტით) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები;

3. უზრუნველყოს შიდსთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის შესრულებაში ჯაენმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შინაგან საქმეთა, განათლების, ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროების, აგრეთვე სხვა სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სამსახურების ქმედითი მონაწილეობა;

4. დაგეგმოს შიდსის და იმუნოდეფიციტის რესპუბლიკური ცენტრისათვის სპეციალური კომპლექსის მშენებლობა, ხოლო მანამდე გამოძებნოს შენობა ამ ცენტრის დროებით განსათავსებლად;

5. მიიღოს საჭირო ზომები აივ ინფექციის შიდსის პროფილაქტიკის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის.

 

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

 

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი

№684IIს