დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვისტოს №3 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.176.016163 |
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №3 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს: |
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №3 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014, 010250020.35.176.016003).
|
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. აპარატის განყოფილების ხელმძღვანელი 1.აპარატის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე“. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი 1. აპარატის საშტატო ნუსხის და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები