საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/07/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
19/07/2017
ვებგვერდი, 25/07/2017
010250020.35.165.016272
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/07/2017 - 26/12/2017)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2017 წლის 19 ივლისი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1)
მუხლი 2
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის საშტატო ნუსხა (დანართი №2)
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №9 და „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №10 დადგენილებები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული