გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024171
  • Word
1445
12/07/2017
ვებგვერდი, 25/07/2017
000000000.00.003.024171
გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №144 5

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 20 000 (ოცი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. ვარიანი 10 000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

 

X

Y

1

420641.52

4660426.90

2

420585.03

4660418.23

3

420575.43

4660602.39

4

420628.91

4660605.80

S = 1,0 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ. თორტიზა 10 000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

429263.01

4658319.12

2

429214.71

4658355.01

3

429308.49

4658487.54

4

429359.12

4658448.11

S = 1,0 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი გორის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 478 ლარის გადახდა.

3. გორის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომშიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. გორის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი