დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024170 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1444
2017 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიეცეს თანხმობა, CPV – 43200000 კოდის (მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები) ფარგლებში, განახორციელოს სააგენტოს საჭიროებისთვის ბულდოზერების სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები