სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024173
  • Word
1443
12/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
000000000.00.003.024173
სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1443

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/კ: 404389372) (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე – სს „ვენჯორჯია“, ს/კ: 404885335) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1.1 მუხლის მე-4 ქვეპუნქტისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით, 2015 წლის 1 სექტემბრამდე „ქონების“ არანაკლებ 50%-ზე განახორციელოს ლანდშაფტური მშენებლობა და ამავე ვადაში უზრუნველყოს „ქონებაზე“ ჯამში არანაკლებ 10 კვ. მ-ის ორი აუზის მშენებლობა.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სს „ვენჯორჯია“ გათავისუფლდეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე – სს „ვენჯორჯია“) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი