საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024175
  • Word
1439
12/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
000000000.00.003.024175
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1439

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (ს/კ: 404479097) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში - საინვესტიციო ხელშეკრულება) მოქმედების ვადით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამავე განკარგულების დანართით განსაზღვრული უძრავი ქონების მხოლოდ საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნებისათვის და აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილების მხოლოდ შესაბამისი აღნაგობისა და საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და დანიშნულებით გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი