„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 თებერვლის №192 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024179
  • Word
1431
12/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
000000000.00.003.024179
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 თებერვლის №192 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №143 1

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 თებერვლის №192 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 თებერვლის №192 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში  საქართველოს  სახელმწიფო  მინისტრის აპარატი, სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის  ადმინისტრაციას, 2017 წლის განმავლობაში  განახორციელოს  ქ. თბილისში,  პ. ინგოროყვას  ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და  უძრავი ქონების მომსახურებისათვის სხვა საჭირო ხარჯების) დაფარვა „საქართველოს  2017 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის    გათვალისწინებული  ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი