საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024189
1455
12/07/2017
ვებგვერდი, 26/07/2017
000000000.00.003.024189
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოსმთავრობის

განკარგულება №1455

2017 წლის 12 ივისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იუსტიციის სახლმა მისი ფილიალის თბილისის იუსტიციის სახლის შენობის გადახურვის ლითონკონსტრუქციების, ქვედა და ზედა მოსახვის დეფექტების/ნაკლოვანებების კვლევის, დეფექტების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროექტირების, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ზედამხედველობის (მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის) მომსახურებისა და ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები 2017-2018 წლების განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იუსტიციის სახლმა განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან ან/და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი